ორი ბინა ერთის ფასად - როგორ ორმაგდება ინვესტორის მოგება სწორად შერჩეული სტრატეგიით?
ბევრი ადამიანი ბინას ერთ მიზეზით ყიდულობს - დღეს იყიდოს, ხვალ გაყიდოს და მოგება ნახოს. ეს ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯია. მაგრამ ხშირად ასეთ შემთხვევებში თავად ვერ ამჩნევენ, რომ უფრო დიდი მოგების შანსს ხელიდან უშვებენ.
როცა მომხმარებელი ბინას ყიდულობს და შემოაქვს 30% ან 40%-ზე მეტი შენატანი, ხშირად ფიქრობს, რომ ასე მიიღებს ფასდაკლებას ან უკეთეს პირობებს. მაგრამ ამავე ბიუჯეტით შესაძლებელია ორი ბინა შეიძინოს, ოდნავ განსხვავებული სტრატეგიით და შედეგად მოგება ორმაგი გახდეს.
რატომ სჯობს ორი ბინა ერთის ნაცვლად?
თუ ინვესტორი ბინას ყიდულობს იმის იმედით, რომ გაძვირდება და შემდეგ გაყიდის, მაშინ იგივე იდეა ორმაგად შეიძლება გამოიყენოს:
შეიძინოს ორი ბინა სხვადასხვა პროექტში ან ერთსა და იმავე კომპლექსში.
გადაიხადოს თითოეულზე 20%-იანი წინასწარი შენატანი 40%-ის ნაცვლად.
შედეგად კი ორმაგ მოგებას ნახავს.
დავუშვათ, ბინის საშუალო ფასი არის 65 000 დოლარი.
თუ ინვესტორს აქვს 40%-იანი შენატანი (26 000 დოლარი), შეუძლია ეს თანხა ორ ბინაზე გაანაწილოს:
გადაიხდის 13 000 დოლარს თითო ბინაზე (სულ 26 000 დოლარი)
დარჩენილი თანხას გადაიხდის თვიურად, მაგალითად 250-250 დოლარი, ორ ბინაზე ჯამში 500 დოლარი.
ეს იგივე თანხაა, რაც ერთი ბინის შემთხვევაში შესაძლოა 450–500 დოლარი გამოსდიოდეს.
მოკლედ, დატვირთვა თითქმის იგივეა, მაგრამ მოგების შანსი ორმაგი.
უფრო მეტიც - როცა ერთი ბინა იყიდება, მოგების ნაწილი მეორე ბინის რემონტსა და გაყიდვაში შეიძლება ჩაიდოს, რაც საბოლოო ჯამში ინვესტორს უფრო დიდ ფინანსურ მოგებას აძლევს.
განვიხილოთ სხვა ვარიანტი, დაუშვათ მომხმარებელმა ერთი ბინა შეიძინა 50%-იანი შენატანით თითქმის ერთიანის ფასად, ხოლო მეორე წინასწარის გარეშე, რაც ცოტა ძვირი ჯდება (მაგალითად, 1000$ ერთიანის ფასი და 1300$ წინასწარის გარეშე).
საბოლოოდ გამოდის, რომ ბინები მას უჯდება დაახლოებით 1150$ კვადრატზე.
თუნდაც მომავალში გაყიდოს თითო ბინა 1300$-ად, ინვესტორი მაინც მოგებული რჩება.
ასეთი ათეულობით წარმატებული მაგალითი არსებობს, სადაც კლიენტებმა სწორედ ამ მიდგომით დაიწყეს ინვესტირება და საბოლოოდ ორმაგი მოგება მიიღეს. მათგან ბევრს თავდაპირველად ეგონა, რომ ორი ბინის დაფინანსება რთული იქნებოდა, თუმცა სწორი გადახდის სტრატეგიით აღმოჩნდა, რომ პროცესის მართვა საკმაოდ მარტივია.
შედეგად, ამ მომხმარებელებს დღეს უკვე ორი ბინა აქვთ, წარმატებით გაყიდული ან მოგებით რეალიზებული.
თუ შენც იმ ადამიანთა შორის ხარ, ვინც ბინას ყიდულობს იმის იმედით, რომ მომავალში გაძვირდება და მოგებით გაყიდის შეაფასე ეს სტრატეგია ობიექტურად.
აღმოაჩენ, რომ იმავე ბიუჯეტით ორ ბინის ყიდვა და ორმაგი სარგებლის მიღება შეგიძლია!