ბათუმში ახალაშენებული ბინებში მ²-ის საშუალო ფასი $1 327-მდე გაიზარდა - Colliers Georgia
2025 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 35.9%-ით გაიზარდა და 1,895 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 68.3%-ით 116 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
-
Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში 2025 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.2%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,327 აშშ დოლარი შეადგინა.
„ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 55.1%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის სექტემბერში ერთიანად დარეგისტრირდა 140-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 17.6%-ით მოიმატა“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.
Colliers Georgia-ში აღნიშნავენ, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
ბათუმში 2025 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 37.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 18.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 58.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 13.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.