თეგებით ძიება

9 თვეში თბილისში 10 655 ბინა გაიყიდა - colliers

2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 10 655 ერთეული შეადგინა და წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 4.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ამავე კვლევის თანახმად, ბაზრის ზომა 17.1%-ით, 827 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 0.3%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ტრანზაქციების რაოდენობამ 1.2%-ით მოიმატა ძველ პროექტებშიც.

2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 5.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 11.6%-იანი ზრდა დაფიქსრიდა,“ - ნათქვამია მიმოხილვაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა