ვაკე 5 896, მთაწმინდა 6 767... - როგორია ბინების მ²-ის საშუალო ფასი უბნების მიხედვით?
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 7% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57%-ით არის გაზრდილი.
RPPI-ის ინდექსი შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
-
ორივე სეგმენტში ფასები გაზრდილია როგორც კვარტალურ, ისე წლის ჭრილში. კერძოდ, 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (0.5 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.2 პროცენტი). 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასები გაიზარდა ბინებზე 6.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 7.2 პროცენტით.
2025 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასეთია:
