თეგებით ძიება

ბინის ქირა 10%-ით შემცირდა - როგორია ფასი?

თბილისში უძრავი ქონების ქირის ფასი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებულ საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

  • როგორც მიმიხილვაში ვკითხულობთ, 2025 წლის სექტემბერში, დედაქალაქში ბინის საშუალო გასაქირავებელი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 10.2 აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის მონაცემებთან შედარებით, 10%-ით ნაკლებია.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ამონაგები წლიურ ჭრილში 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.5%-ზე შენარჩუნდა.

ამასთანავე, "თიბისი კაპიტალის" კვლევის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში თბილისში 3 869 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა