როგორია ახალაშენებული კერძო სახელების ფასი თბილისის უბნების მიხედვით?
2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 7.0 % შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წელს საანგარიშო პერიოდში, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 57.0%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (0.5%), ისე კერძო სახლების (1.2 %). ამასთან, 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 6.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 7.2 %-ით.
სტატისტიკის მიხედვით, ახალაშენებული კერძო სახლები ყველაზე იაფია ნაძალადევში, ხოლო ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ მონაცემებს, როგორია კერძო სახელების ფასი უბნების მიხედვით (კვ.მ-ის ღირებულებით):
- მთაწმინდა - 4 780 ლარი
- ვაკე - 4 511 ლარი
- დიდუბე - 3 976 ლარი
- ჩუღურეთ - 3 274 ლარი
- სამგორი - 3 060 ლარი
- ისანი - 3 047 ლარი
- კრწანისი - 2 937 ლარი
- გლდანი - 2 853 ლარი
- ნაძალადევი - 2 510 ლარი