თეგებით ძიება

სექტემბერში, თბილისში ბინები წლიურად 3%-ით გაძვირდა - რომელ უბნებში ღირს ყველაზე ძვირი/იაფი?

სექტემბერში თბილისში 3900-მდე ბინა გაიყიდა. "თიბისი კაპიტალის" საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის სექტემბერში, დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13%-ით გაიზარდა და 3 869-ს გაუტოლდა.

როგორც "თიბისი კაპიტალი" წერს, 2025 წლის სექტემბერში, გასაყიდი ფასი გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 1284 დოლარს გაუტოლდა. ხოლო წინა თვესთან შედარებით, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა.

ამასთან, სექტემბერში გაყიდული ბინების ნახევარზე მეტის ფასი 1 კვ.მ-ზე აღემატებოდა 1200 დოლარს, ხოლო 1500 დოლარზე მეტი ღირებულების წილმა ჯამური ტრანზაქციების 32% დაიკავა.

„გასულ თვესთან შედარებით, ბინების განაწილება საფასო კატეგორიების მიხედვით, თითქმის, უცვლელად შენარჩუნდა, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 1500 დოლარი/კვ.მ-ზე მაღალი და 1200-1500 დოლარი/კვ.მ ღირებულების ბინები, შესაბამისად, 9 და 7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, ვაკესა და მთაწმინდის უბნებში კვლავ ნარჩუნდება ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი, რომელიც კვ.მ-ზე 2000 დოლარს აღემატება, ხოლო იმავე პერიოდში ყველაზე დაბალი საშუალო ფასი სამგორში დაფიქსირდა 1027 დოლარი კვ.მ-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა