თეგებით ძიება

წინა კვარტალში, ბინის გაყიდვები წლიურად 15%-ით გაიზარდა

"2024 წელთან შედარებით, წინა კვარტალში, ბინის გაყიდვების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა", – ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია Mycorner.ge-ის დამფუძნებელმა თამუნა წოწორიამ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

  • მისი შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარი, გაყიდვების კუთხით, სტაბილურ ფაზაშია და ფასები არც გაზრდილა და არც შემცირებულა.

„კვადრატული მეტრის ფასი არც გაზრდილა და არც შემცირებულა – დასტაბილურდა. ფასების ზრდა ომის შემდეგ მოხდა, როცა სამშენებლო მასალების ფასი უკრაინიდან იმპორტის შეჩერების გამო გაიზარდა. ამან უკვე გარემონტებულ პროექტებზე ფასების ხელოვნური ზრდაც განაპირობა. ახლა კი, ბაზარი დაბალანსებულია“, – განმარტავს წოწორია.

მისივე ინფორმაციით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია საბურთალოსა და დიდ დიღომზე, სადაც ბინების შეძენა, ფასისა და მდებარეობის გამო, ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს.

„საბურთალო ინვესტირებისა და საცხოვრებლის თვალსაზრისით ლიდერია, ხოლო დიდი დიღომი – ხელმისაწვდომი ფასების გამო. ეს ორი უბანი ტრადიციულად ყველაზე მოთხოვნადია“, – ამბობს ის.

ბინის ფასებზე საუბრისას წოწორია აღნიშნავს, რომ საბურთალოზე დასრულებული ბინების კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება 2 100 დოლარია.

„პატარა ბინები ყოველთვის უფრო ძვირი ღირს. ფასზე დიდი გავლენა აქვს ლოკაციას და ასევე, აქვს თუ არა კომპლექსს სარეკრეაციო სივრცე – ასეთ პროექტებზე მოთხოვნა აშკარად მატულობს.

მოთხოვნის კუთხით, ძირითადად ქართველები დომინირებენ, თუმცა ბოლო თვეებში ისრაელიდან მოთხოვნა გაიზარდა. უცხოელები, ძირითადად, ძველი თბილისის და ვაკის უბნებს ირჩევენ, სადაც ბინები Airbnb-ზე გასაქირავებლად არის მოსახერხებელი“, – აღნიშნა თამუნა წოწორიამ.

თუ გსურს ბინის ყივა საუკეთესო ფასად ისარგებლე "ალფა სახლის" საახალწლო შეთავაზებით და შეიძინე ბინა წარმოუდგენელ ფასად!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა