თეგებით ძიება

ბათუმში, პირველად ბაზარზე, ბინების ჭარბი მიწოდების რისკებია - G&T-ის მიმოხილვა

Galt & Taggart-ის ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე ტენდენციები აჩვენებს, რომ პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვები შენელდა, მიწოდება გაზრდილია. შედეგად კი ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკებია.

რაც შეეხება ფასებს, პუბლიკაციის თანახმად, ფასების ზრდა არამდგრადია შემცირებული მოთხოვნისა და გაზრდილი მიწოდების ფონზე.

"პირველად ბაზარზე, 2022–23 წლებში რეკორდულად მაღალი აქტივობის შემდეგ, მოთხოვნა 2024 წელს შემცირდა, ხოლო გაუყიდავი ბინების მოცულობა მაღალი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს მცირედი აღდგენა დაფიქსირდა, მოთხოვნა პიკურ დონეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც ზრდის ჭარბი მიწოდების რისკებს და ფასების ზრდის ამჟამინდელ ტემპს არამდგრადს ხდის",- აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

ბოლო წლებში ბათუმის საბინაო ფონდის მეორადი ბაზრის გაფართოებამ აქტივობა მნიშვნელოვნად გაზარდა. 2025 წელს მოთხოვნის მატება კი ფასების ზრდაში აისახა.

2025-29 წლებში ბათუმში 58,000-მდე ახალი ბინა აშენდება, საიდანაც 46,300 საინვესტიციო, ხოლო 11,400 საცხოვრებელი იქნება. საგულისხმოა, რომ ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ძირითადად უცხოელების საინვესტიციო შენაძენები ქმნის.

პროგნოზია, რომ 2025 წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ზომა $1.1 მილიარდი, გაყიდული ბინების რაოდენობა კი 16 800 იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა