თეგებით ძიება

თბილისში ბინები გაძვირდა - როგორია გაყიდვები ძველ და ახალ პროექტებში

2025 წლის სექტემბერში თბილისში ახალი პროექტებში ბინების გაყიდვები შემცირდა, ძველ პროექტებში კი გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა „თიბისი კაპიტალის“ კვლევიდან.

  • უფრო კონკრეტულად, სექტემბერში დედაქალაქში 611 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 16%-იანი კლებაა. ამასთანავე, ძველ პროექტებში გაყიდვები 3 258-ს გაუტოლდა, რაც წინა წლის სექტემბერთა შედარებით 21%-იანი მატებაა.

„გაყიდული ბინების უდიდესი წილის მქონე კატეგორიაში რჩება 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ბინები. მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაიზარდა და 46% შეადგინა. ყველაზე პატარა წილის მქონე კატეგორიამ, რომელსაც 125 კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინები იკავებს, ჯამური გაყიდვების 3% შეადგინა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

რაც შეეხება ფასებს, თბილისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 284 დოლარი იყო, რაც წლიურად 3%-იანი მატებაა. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში გაყიდული ბინების ნახევარზე მეტის ფასი 1200-დოლარს აჭარბებდა, ხოლო 1500 დოლარზე მეტი ღირებულების ბინების წილმა ჯამური ტრანზაქციების 32% შეადგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა