თეგებით ძიება

სექტემბერში თბილისში ბინის ქირა წლიურად გაიაფდა - როგორია ქირის ფასი უბნების მიხედვით?

2025 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინის ქირა თვიურად 1.1%-ით გაიზარდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი - შემცირდა.

როგორც Galt & Taggart-ის სექტორული მიმოხილვის ანგარიშიდან ირკვევა, სექტემბერში საშუალო ზომის (50-60 მ²) ბინის ქირის ფასმა კვადრატულზე $9.7 შეადგინა, ქირის ამონაგები კი 8.6%-ზე დარჩა.

2024 წლის სექტემბერში, ანალოგიური მაჩვენებელი $9.9 იყო, 2023 წლის იმავე თვეში კი - $11.2.

ბინის ქირის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი ვაკის რაიონშია, სადაც მ²-ზე ღირებულება $15-ს აღწევს და თითქმის იდენტურია 2024 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან. ბინის ქირა ყველაზე მკვეთრად მთაწმინდის რაიონში გაიაფდა და მ²-ზე $12.7 შეადგინა. ვაშლიჯვარში კი - $8.8-მდე გაძვირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა