თეგებით ძიება

"10 ლარი კვადრატულზე“ - როდემდე გაგრძელდება საცხოვრებლის მოკლე ვადით გაქირავებაზე ფიქსირებული გადასახადი

პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ რიგი ცვლილებების შეტანას განიხილავს. ამ ცვლილებების ერთი ნაწილი ეხება მოკლე ვადით საცხოვრებლის გაქირავების საკითხსაც.

კერძოდ, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პირებს, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებულ ბინას მოკლე ვადით აქირავებენ, ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადახდა 2028 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ნებაყოფლობით არიან რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელებად ან ბოლო 12 თვის განმავლობაში ბინის მოკლე ვადით გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები 100 000 ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადს, 1 კვ.მ-ზე თანხა 10 ლარს უტოლდება. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილებების მიზანი „ეფექტური ადმინისტრირების შენარჩუნებაა“.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა