თეგებით ძიება

III კვარტალში ბათუმში $366 მლნ-ის ბინები გაიყიდა - Galt & Taggart

2025 წლის III კვარტალში ბათუმში 366 მლნ დოლარის ღირებულების 4 893 ბინა გაიყიდა. წლიურად ბაზრის ზომა 27%-ით, გაყიდული ბინების რაოდენობა კი 25%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის III კვარტალის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტში აღნიშნულია:

  • ბათუმში მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 16.8%-ით გაიზარდა (9 თვეში +16.7% წ/წ), რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა ტრანზაქციებმა განაპირობა.
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 34.6%-ით გაიზარდა (9 თვეში +11.8% წ/წ).

„2025 წელს, 2024 წელს შემცირებული გაყიდვების შემდეგ ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა. ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების დონეს, მაშინ როცა გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს.

პირველადი ბაზრის ფასმა ზრდა განაგრძო, თუმცა ჩვენი შეფასებით, შენელებული მოთხოვნის და გაზრდილი მიწოდების ფონზე, ფასების მიმდინარე ზრდის ტემპი შესაძლოა არამდგრადი იყოს. 2025 წელს გაყიდვები მეორად ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022-23 წლის ნიშნულს გადააჭარბა, რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა აქტივობამ განაპირობა. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მეორად ბაზარზე ფასების ზრდა გაგრძელდა“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

საინვესტიციო ბანკის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), 2025 წლის 8 თვეში პირველად ბაზარზე ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 10.4%-ით გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა