2026 წელს ქირის ფასი კიდევ შემცირდება - რა იქნება საშუალო ღირებულება?
2026 წელს ბინებზე ქირის ფასი კიდევ შემცირდება. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” მომავალი წლის პროგნოზებშია საუბარი.
კერძოდ, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, 2022 წლის მაღალი ზრდის შემდეგ, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი და ამონაგები დასტაბილურებას განაგრძობს.
“თიბისი კაპიტალის” მონაცემებით, 2019 წლიდან, ყველაზე მაღალი გასაქირავებელი ფასი 2023 წელს ფიქსირდება, რა დროსაც კვადრატულის საშუალო ღირებულება 12.7 დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება 2026 წლის პროგნოზს, “თიბისი კაპიტალი” ვარაუდობს, რომ 2025 წელთან შედარებით, რა დროსაც ქირის ფასი, კვადრატულზე 10.3 დოლარს შედგენდა, კიდევ შემცირდება და საშუალოდ 10.1 დოლარი იქნება.
უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, 2019 წლიდან უძრავი ქონების საშუალო გასაქირავებელი ფასი ასეთი იყო:
- 2019 წელი - 6.9 დოლარი
- 2020 წელი - 6.1 დოლარი
- 2021 წელი - 5.4 დოლარი
- 2022 წელი - 8.7 დოლარი
- 2023 წელი - 12.7 დოლარი
- 2024 წელი - 11.7 დოლარი
- 2025 წელი - 10.3 დოლარი
ცნობისთვის, “თიბისი კაპიტალის” მიხედვით, 2025 წლის დინამიკის გათვალისწინებით, უძრავი ქონების ბაზარზე 2026 წელს სტაბილური ზრდას უნდა ველოდოთ.