თბილისში ბინები წლიურად 3.5%-ით გაძვირდა - რომელ უბანშია ყველაზე ძვირი/იაფი
2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასები წლიურად 3.5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
აღსანიშნავია, რომ ფასები გაზრდილია წინა კვარტალთან შედარებიითაც. ამ შემთხვევაში ზრდა 1.3%-ს შეადგენს.
„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, თბილისის უბნების მიხედვით, საცხოვრებელი ბინების ღირებულება ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა, სადაც 1 კვ.მ-ის ფასი 6 738 ლარს შეადგენს.
ამასთანავე, მონაცემებიდან ირკვევა, რომ დედაქალაქში საცხოვრებელ ბინას ყველაზე იაფად სამგორში შეიძენთ. ამ შემთხვევაში 1 კვ.მ-ის ფასი 3 549 ლარს უტოლდება.
საქსტატის მონაცემებით, დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების ფასები, უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება:
- მთაწმინა - 6 738 ლარი;
- ვაკე - 5 874 ლარი;
- ჩუღურეთი - 4 353 ლარი;
- საბურთალო - 4 313 ლარი;
- კრწანისი - 4 181 ლარი;
- დიდუბე - 4 054 ლარი;
- ნაძალადევი - 3 978 ლარი;
- ისანი - 3 854 ლარი;
- გლდანი - 3 731 ლარი;
- სამგორი - 3 548 ლარი.