თეგებით ძიება
28. 02. 2016 News-ები

როგორ იგერიებენ რუსულ ტანკს სირიელი მეამბოხეები

სირიელმა მეამბოხეებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ისინი რუსულ ტანკს T-90 ამერიკულ ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტას უპირისპირებენ. როგორც Washington Post წერს, ვიდეო სავარაუდოდ ალეპოს ჩრდილოდასავლეთით არის გადაღებული.

ვიდეოში მეამბოხეები, რუსეთის უახლესი სერიული წარმოების ტანკს - BGM-71, TOW-ს რაკეტას ესვრიან, რაც საკმაოდ მოძველებული, სადენით მართვადი რაკეტაა. ამ შეიარაღებას აშშ სირიელი მეამბოხეების იმ ნაწილს აწვდის, რომელიც ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გაწვრთნა.

Washington Post-ის სტატიის მიხედვით ვიდეო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ძალიან ცოტა მასალა არსებობს რუსული და ამერიკული სამხედრო ტექნიკის ერთმანეთთან დაპირისპირებისა. ჯერჯერობით უცნობია T-90-ს რუსული ეკიპაჟი მართავდა თუ სირიელები.

ვიდეოში რაკეტა ტანკის კოშკურას ხვდება. როგორც ცნობილია, T-90-ს აქვს მოწყობილობა „შტორა“, რომელმაც უნდა შეაჩეროს სადენით მართვადი რაკეტა. როგრც ჩანს, სისტემამ არ იმუშავა და რაკეტა მაინც მოხვდა მიზანს. მიუხედავად ამისა, ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ეკიპაჟი ტანკს ტოვებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რაკეტამ ვერ შეძლო ჯავშნის გახვრეტა. რუსულ ტანკებს აქვთ რეაქტიული ჯავშანი, რომელმაც გადაარჩინა ეკიპაჟი. ამ ჯავშნით არაერთი ტანკია აღჭურვილი და მხოლოდ T-90-სთვის არ არის განკუთვნილი, თუმცა სავარაუდოდ, რუსული T-90 მისი უფრო თანამედროვე ვერსიით არის აღჭურვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა