პოლონეთში, დამკრძალავ ბიუროს კატაფალკიდან მიცვალებული გადაუვარდა
პოლონეთში, სტალევა-ვოლაში, დამკრძალავი ბიუროს კატაფალკიდან მიცვალებული გადმოუვარდათ. ინციდენტის გამო, დამკრძალავმა ბიურო "ჰადესმა" საჯარო ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
დამკრძალავი ბიუროს კატაფალკი ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდა, როდესაც ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის გამო, მიცვალებული საავტომობილო გზაზე, ქვეითთა გადასასვლელ ბილიკზე გადავარდა.
მედიის ინფორმაციით, პირს, რომელიც კატაფალკს ავტომობილით უკან მიჰყვებოდა, ეგონა, რომ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა პოლონურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.
მოგვიანებით, დამკრძალავმა ბიურო "ჰადესმა" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, მომხდართან დაკავშირებით საჯარო ბოდიში მოიხადა.
რუსთავი 2