თეგებით ძიება

ოპოზიცია შავი ფულით არის მოსყიდული - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის, განცხადებით თავად ოპოზიციაა შავი ფულით მოსყიდული. ეს განცხადება მაჭავარიშვალმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის თამარ კორძაიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თქმითაც, ქალაქ რუსთავში "ქართული ოცნება" ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით კონკრეტული კომპანიების ვაუჩერებს იყენებს.

"თუ ვინმე შეიძლება დღეს მოსყიდულად ჩაითვალოს, ეს არის ოპოზიცია, რომელიც შავი ფულით არის მოსყიდული. ამბობენ, დაფინანსება შეგიწყდებათ თუ არ აირჩევთ ოპოზიციას - ეს არის ზუსტად პირდაპირი მოსყიდვა.

ქართველი ხალხი ხედავს, რომ ჩვენი არჩევანი არის ეროვნული დროშა, ტრადიციები, სუვერენიტეტი და მშვიდობა. შავი ფულით მოსყიდული ოპოზიციის არჩევანი 26 ოქტომბერს არის ომი, ეკონომიკის ნგრევა, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი, მონობა და ლგბტ პროპაგანდა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა