თეგებით ძიება
28. 02. 2016 News-ები

ესპანეთი მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესს

ესპანეთი მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით დადებით სიგნალებს ელოდება. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალიომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან საქართველოს ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა მიულოცა.

„საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს რეფორმების პროგრამას და ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპასთან დაახლოების პროცესში. გვიხარია, რომ ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება წარმატებით ხორციელდება. გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ და მივულოცოთ საქართველოს ხელისუფლებას და მინისტრს ის, რომ ევროკავშირის ანგარიში ძალიან პოზიტიური იყო, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით. ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ესპანეთი საქართველოს მხარს უჭერს და ჩვენ ველოდებით კარგ სიახლეს ევროკავშირიდან, როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის"- განაცხადა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პრესკონფერენციაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესპანეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი განცხადებით, „ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ეს არის უმთავრესი იმისათვის, რომ მსოფლიომ მოახერხოს საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაარსებობა".
news.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა