თეგებით ძიება
24. 03. 2016 News-ები

ივანიშვილი პოლიტიკაში ისევ დაბრუნდეს და სიაში ვიხილოთ, სწორი არ იქნება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიაში ყოფნას გამორიცხავს.
როგორც კალაძემ განაცხადა, ივანიშვილმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

"ძალიან საინტერესოა ბატონი ბიძინას პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ განაცხადა, რომ გაიმარჯვებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა თანამდებობას, ეს მართლაც ასე მოხდა. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რის შემდეგაც თავისი ნებით შეასრულა თავისი სიტყვა. ასეთი რაღაცები, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ზოგადად არ ხდება ხოლმე. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, თუ არ გააგდებენ, თავისი ნებით არ მიდიან. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე, რომ ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი და არ იქნება ასე", - განაცხადა კახა კალაძემ.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა