თეგებით ძიება
24. 03. 2016 News-ები

თინა ხიდაშელი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

„ამის შესახებ მის პოლიტიკურ პარტიასთან უნდა გაარკვიოთ,“ - აცხადებს ამ თემაზე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

ირაკლი ღარიბაშვილის სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია არ აქვს ასევე ფინანსთა მინისტრს.

„მე არ ვადგენ სიებს,“ - განმარტავს ნოდარ ხადური.

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერთან, ისვე როგორც მთავრობის დანარჩენ წევრებს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მისი თქმით, ღარიბაშვილის ყველა ნაბიჯი პატივისცემას იმსახურებს, თუმცა მისი გეგმების შესახებ არც დიმიტრი ქუმსიშვილი ფლობს ინფორმაციას.

კულტურის მინისტრის განმარტებით, ის არ არის პარტიის წევრი და შესაბამისად, შიდა პარტიული მოძრაობა მიხეილ გიორგაძისთვის უცნობია.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ არ აქვს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს. იქნება თუ არა საპარლამენტო არჩევნებისთვის თავად საარჩევნო სიაში, ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ „ამის შესახებ ანეკდოტიც კი არ სმენია“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა