თეგებით ძიება
http://vodstream.rustavi2.com/vodr2live/_definst_/news%20portal/2016/Ivnisi/19/shss%20video.mp4/chunklist_w2027846471.m3u8
19. 06. 2016 News-ები

შსს "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება

შსს რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჯებული კამერების ჩანაწერსაც ავრცელებს.

უწყების მიერ მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 19 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადამღებმა ჯგუფმა პროფესიული საქმიანობა დაასრულა, აღნიშნული ტელეკომპანიის ოპერატორ გიორგ ც.-ს მოქალაქე ალექსანდრე ს.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილს გაეცალა. გამოძიებით დადგინდა, რომ მას გიორგი ც. დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

კონფლიქტის ადგილზე ამ დროს იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. ამ უკანასკნელის განცხადებით, როდესაც იგი მობილური ტელეფონით ცდილობდა კონფლიქტის გადაღებას, ალექსანდრე ს.-ს თანმხლებმა ქალბატონმა თამარ ლ.-მ, პროტესტის ნიშნად, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პარლამენტარმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.

სამართალდამცველებმა ცემის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული თამარ ლ. გამოავლინეს. რაც შეეხება გიორგი ც.-ს და ალექსანდრე ს.-ს, ორივე პირი გამოკითხულია და წინასწარი მონაცემებით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 125-ე მუხლით (ცემა) მიმდინარეობს."


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა