„ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კრიტიკოსებს!“ - რას წერს კახა კახიშვილი?
„ქართული ოცნება“ თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას მართავს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” კახა კახიშვილი სოციალური ქსელით დიპლომატიურ მისიებს მიმართავს და ტელევიზორების ჩართვას ურჩევს.
"ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კრიტიკოსებს!
იქნებ ჩართოთ ტელევიზორი და შეხედოთ კადრებს, რათა მერე აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ თურმე ქართული ოცნება მარტოა და ხალხი ძალით ყავთ მოყვანილი." - წერს კახიშვილი.