თეგებით ძიება
http://video.ambebi.ge/files-3/2016/06-19/turkeyradiohead.mp4
19. 06. 2016 News-ები

სტამბოლში პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია

სტამბოლში პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია, აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.
რამდენიმე ასეული ადამიანი სტამბოლში მდებარე ერთ-ერთ მუსიკალურ მაღაზიასთან შეიკრიბა და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდა. აქციის მონაწილეებმა თურქ პოლიტიკოსებს ფაშისტები და მკვლელები უწოდეს.

პროტესტის მიზეზი ბრიტანულ როკ-ჯგუფ Radiohead-ის თაყვანისმცემლებზე თავდასხმა გახდა. 17 ივნისს, მუსიკალურ მაღაზიში, სადაც Radiohead-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია მოეწყო, მამაკაცების ჯგუფი შეიჭრა და იქ მყოფებს დაესხა თავს.

თავდამსხმელთა თქმით, მაღაზიაში შეკრებილი ახალგაზრდები ალკოჰოლურ სასმელებს მიირთმედნენ, რაც დაუშვებელია. თურქი გულშემატკივრების მხარდასაჭერად Radiohead-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და თავდასხმა დაგმო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა