თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/w2cc44fkg7cj7svmi9bl1vtbahk27dj6.mp4
20. 06. 2016 News-ები

ივანიშვილი ჟურნალისტების წინააღმდეგ

ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში ბიზნესმენებს, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებსა და ეკონომიკის ექსპერტებს ხვდება. ყოფილი პრემიერი შეხვედრაზე რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ საკუთარ წერილს განიხილავს, აფასებს ხელისუფლების საქმიანობას და განმარტავს თავის როლს პოლიტიკურ პროცესებში.

მედიისთვის ამ შეხვედრის მხოლოდ პირველი ნაწილი იყო ღია და ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა იმ, მისი აზრით, რისკებზე ილაპარაკა, რომელსაც მედიის საქმიანობა უქმნის ქვეყნის სტაბილურობას წინასაარჩევნოდ.

“მედია აბსოლუტირად თავისუფალია, ყველას აქვს უფლება ილაპარაკოს ის, რაც მას სურს და წარმოაჩინოს ისე, როგორც მას სურს. სიღარიბე, რომელსაც წარმოაჩენენ ოპოზიციურად განწყობილი პარტიული ძალები და მათგან მართული მედია, ქმნის გარკვეულ ხიბლს იმისას, რომ კიდევ ერთჯერ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ეს არის ხელისუფლების ბრალი და ასეთი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ და ნაცვლად სთავაზობენ ძალიან ხშირად, აბსოლუტურად არა არგუმენტირებულ და გაუაზრებელ დაპირებებს. შეიძლება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც არის გაჭირვებული სხვა მიმართულებით წაიყვანონ და ჩვენ დავკარგოთ ის პოლიტიკური სტაბილურობა, რაც მოვახერხეთ და მივიღეთ. ალბათ ანეგდოტური იქნება ვინმემ რომ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი იფიქრებს ხალხის ხმები მოიპაროს ან კორუფციაში ჩაეფლოს და ვიღაცას ჯიბეში ჩაუძვრეს. აი ხომ წარმოგიდგენიათ, აი ასეთ მთავრობა გვყავს დღეს და არჩევნებიც სწორედ ასეთი ეტალონით უნდა ჩავატაროთ,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა