თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/9daptati4rcvu28udp0qm8sw3xmfzphd.mp4
21. 06. 2016 News-ები

ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი ელისო კილაძეს უპირისპირდება

თბილისის პროკურატურამ, ერთწლიანი ძიების შემდეგ, ქართული ოცნების ყოფილი აღმასრულებელი მდივნის და შსს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის, მიმართ გამოძიება შეწყვიტა.

ჯანყარაშვილის ადვოკატი განმარტავს, რომ საგამოძიებო უწყებამ გადაწყვეტილება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო მიიღო.

საუბარია ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე, რომელიც ზვიად ჯანყარაშვილის შესაძლო კორუფციულ საქმიანობას ეხებოდა.

„ელისო კილაძემ ზვიად ჯანყარაშვილი ამხილა კორუფციულ გარიგებებში, მაგრამ მისი სამიზნე არ ყოფილა ჯანყარაშვილი. ელისო კილაძის მიზანი იყო იმდროინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და დღევანდელი მთავრობის დისკრედიტაცია. მეტი სხვა მიზანი მას არ ჰქონდა ამ ტყუილი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ყველა ეპიზოდზე პროკურატურამ დეტალური გამოძიება ჩაატარა და მიიჩნია, რომ ეს ფაქტები არაა ნამდვილა. ანუ, მატყუარაა ელისო კილაძე,“ - აცხადებს ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია.

დიმიტრი გაბუნიას განცხადებას უპასუხა ქრონიკა პლიუსის მთავრმა რედაქტორმაც.

კილაძის განმარტებით, მას მიმდინარე გამოძიების ობიექტურად ჩატარების იმედი არ ჰქონია.

„არანაირი ილუზია, რომ თბილისის პროკურორი, ბატონი მიშა შაყულაშვილი, კახელების კლანის ღირსეული წარმომადგენელი, ამ საქმეს გამოიძიებდა, არ მქონია. კახელების კლანი ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ მის საყვარელ დეიდაშვილზე, უჩა მამაცაშვილზე, მასალების გამოქვეყნებით. ეს გარიგება ივანიშვილსა და კახელების კლანს შორის შედგა,“ - აცხადებს ელისო კილაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა