თეგებით ძიება
22. 06. 2016 News-ები

ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დააკავეს

ე.წ. კანონიერ ქურდი დავით გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულს ბრალი 48 საათის განმავლობაში წარედგინება.
”საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას, ”კანონიერი ქურდობის” ბრალდებით დაკავებული იქნა აღნიშნული პირი. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი.
ხსენებული პირი 2016 წლის 22 ივნისს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს საზღვრის დატოვებას”, - განაცხადა მღებრიშვილმა.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა