თეგებით ძიება
12. 07. 2016 News-ები

"მილიარდელის შვილმა რესტორანში ხურდაც კი არ დატოვა" - რას წერს მიმტანი ბერა ივანიშვილზე

ბათუმელი ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, რომელიც თავისუფალ დროს ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ კაფე-რესტორანში მიმტანად მუშაობს, ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს წერს, რომელიც ბერა ივანიშვილის კაფეში სტუმრობას ეძღვნება:

"სასაცილო ისტორია გადამხდა. დღეს პოზიციურად რესტორანში ბერა ივანიშვილის მომსახურება მერგო თავის მეგობრებთან ერთად. მოვალეობა და რა თქმა უნდა როგორც მიმტანმა შევასრულე. სტუმარი ყველა თანაბარია და კარგააც მოვემსახურე.

მოკლედ დახარჯულ თანხას არ დავასახელებ, მაგრამ ხურდა 7 ლარი იყო. მოლარემ 5 ლარიანი და 2 ლარიანი ჩადო ქვითართან ერთად პასპარტუში. მივიტანე და როცა სტუმრები წავიდნენ მაგიდის ალგების მერე გავხსენი. პასპარტუ ცარიელი იყო.

ჩემი მიმტანად მუშაობის რამდენიმე დღის მანძილზე პირველად, მაგიდამ რომელმაც რამდენიმე ასეული ლარი დახარჯა აიღო ხურდაც კი. გეფიცებით, ე.წ. "ჩაი" კი არ მდომებია, ის გამიკვირდა, რომ მილიარდელის შვილმა რესტორანში ხურდაც კი არ დატოვა" - წერს ცეცხლაძე პოსტში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა