თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/1lmx2f7lv5g9ufrphwzadov4i0u7ek49.mp4
14. 07. 2016 News-ები

პრეზიდენტი აჭარაში კონსულტაციებს მართავს

ამ წუთებში პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს დეპუტატებთან.

შეხვედრის თაობაზე მედია ინფორმირებული არ იყო. ის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

დეპუტატების განცხადებთ, პრეზიდენტი მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეებს ხვდება, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

„ეს ფორმატი არ არის მისაღები ჩვენთვის. უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს ეძლევა არ შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ამ შეხვედრაში. მხოლოდ შერჩევითად მოიყვანეს აქ ადამიანები. ჩვენ გვექნება საუბარი იმ ძირითად თემაზე, რომ წარმოდგენილია კანდიდატი, რომლიც რეგიონს საერთოდ არ იცნობს და მე ვფიქრობ , რომ ეს არ შეუწყობს ხელს რეგიონის მოსახლეობის განვითარებას,“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა პეტრე ზამბახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა