თეგებით ძიება
14. 07. 2016 News-ები

სასამართლომ გუკა რჩეულიშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ცენტრ პოინტის” გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ განმარტა, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი ახალი გარემოება იმისთვის, რათა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეცვლილიყო.

”დაცვის მხარე მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომელზეც საუბრობდა 2016 წლის 12 ივლისის პროცესზე, როცა ”ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა”, - განაცხადა მოსამართლემ.

როგორც მან განმარტა, ბრალდებულებს, კერძოდ კი გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მხოლოდ იმ გარემოების გამო არ შეეფარდა, რომ ის გამოძიებას ემალებოდა, არამედ, იყო სხვა გარემოებებიც, რაც აღკვეთის ღონისძიების მიზნებს ვერ უზრუნველყოფდა.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა