თეგებით ძიება
14. 07. 2016 News-ები

მარგველაშვილი ევროკომისარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, დღეს ბათუმში ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანს, შეხვდა.

ამის შესხებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.

იოჰანეს ჰანმა გიორგი მარგველაშვილს, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების 2016 წლის 1 ივლისიდან ოფიციალურად ძალაში შესვლა მიულოცა.

ევროკომისარმა ქვეყნის პირველ პირს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ სრულყოფილად შეასრულა ყველა ვალდებულება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების გზით.

მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა