თეგებით ძიება
https://youtu.be/oRi2ZSXyWs0
15. 07. 2016 News-ები

ტრეორი საფრანგეთში, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ წუთებში პანიკაა საფრანგეთში, ნიცაში. არსებული ინფორმაციით რამდენიმე წუთის წინ სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა.
სატვირთო ავტომობილის მძღოლი რომელმაც ნიცაში ტერაქტი მოაწყო რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ სატვირთო ავტომობილში, რომელიც ხალხს შეეჯახა, ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩინა.

წინასწარი ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი 100 კმ/საათი სიჩქარით მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავტომობილი რამდენიმე საათის წინ ხალხის მასაში შევარდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 77 ხოლო დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა