თეგებით ძიება
http://cache01.nl.myvideo.ge/myvideo_2929233.mp4
15. 07. 2016 News-ები

ტერაქტი საფრანგეთში - ბოლო ინფორმაციით, 80 ადამიანი ემსხვერპლა

ნიცაში მომხდარ ტერაქტს ბოლო ინფორმაციით 80 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი, მათგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დაშავებულთა შორის არიან, ბრიტანეთის, დანიისა და ავსტრალიის მოქალაქეებიც. სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში მაშინ შევარდა, როცა საზეიმო ფოიერვერკები ახალი დასრულებული იყო. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო.

პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა. პოლიციამ სატვირთოს მძღოლის ადგილზე მოკლა. ავტომობილიდან ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.

ნიცაში მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით, შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ. სისხლიანი თავდასხმა პარიზის ტერაქტებიდან 8 თვის შემდეგ მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში, ნოემბერში ტერორისტების მიერ მოწყობილ თავდასხმას 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა