თეგებით ძიება
15. 07. 2016 News-ები

პარიზსა და ნიცაში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

საფრანგეთში ხვალიდან სამდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ეროვნული გლოვა 16,17 და 18 ივლისს, ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ტერორისტების მიზანი შიშისა და პანიკის დათესვაა.
„მაგრამ საფრანგეთი ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი დემოკრატიაა, რომელიც დესტაბილიზაციის უფლებას არავის მისცემს“, - განაცხადა მანუელ ვალსმა.
ბოლო მონაცემებით, გუშინ ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა