თეგებით ძიება
15. 07. 2016 News-ები

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამ წუთებში თურქეთში საგანგებო მდგომარეობაა. სტამბოლში მთავარი, ბოსფორის ხიდი გადაკეტილია და მას შეირაღებული პირები აკონტროლებენ. ქუჩებში ისმის სროლის ხმა.

შეირაღებულმა პირებმა ანკარის პოლიციის აღებაც სცადეს. სამხედრო თვითმფრინავები ქალაქში დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.

Reuters იუწყება, რომ ქვეყანას მართავს ე.წ. "მშვიდობის საბჭოს" (peace council), რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

თურქული მედიის ცნობით, შეირაღებულ პირებს თურქეთის გენშტაბის ხელმძღვანელი მძევლად ჰყავთ აყვანილი.
rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა