თეგებით ძიება
http://r2vodeu.tulix.tv/vodr2live/_definst_/news%20portal/2016/Ivlisi/16/bagos%20chartva%20ush%20sabchodan.mp4/chunklist_w558299083.m3u8
15. 07. 2016 News-ები

მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა.

საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები პრეზიდენტის სასახლეში 03:00 საათზე შეიკრიბებიან.

"უშიშროების საბჭოშ ყველა მუდმივმოქმედი წევრი, ვინც კი თბილისშია, პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბება. ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე, იმყოფებიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, რის გამოც ისინი სხდომაზე ყოფნას ვერ მოახერხებენ," - განუცხადა რუსთავი2-ს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა.

სხდომის დაწყებისთანავე კურიერის ჟურნალისტი პრეზიდენტის სასახლიდან ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში ჩაერთვება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა