თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/pb7o2hfvp8jsn21sew9v53tj64k5rmvs.mp4
16. 07. 2016 News-ები

ვინ დგას თურქეთში მომხდარი არეულობის უკან, ამ დრომდე უცნობია

ამ დრომდე უცნობია, ვინ დგას თურქეთში მომხდარი არეულობის უკან. მუსმილი კლერიკი ფეტულა გულენი, რომელიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დაადანაშაულა, მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ვითარება თურქეთში საღამოს დაიძაბა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სტამბოლის მთავარ ხიდებზე ტანკები გამოჩნდნენ.

სამხედროების ჯგუფმა ხელისუფლების ხელში აღების შესახებ გამოაცხადა და ტელევიზიების შენობები დაიკავა. ქვეყანაში დაიბლოკა Twitter და youtube.

ანკარასა და სტამბოლში მთელი ღამის განმავლობაში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

სამხედროები ტელეკომპანია CNN-ის თურქულ ბიუროშიც შევიდნენ, რის შემდეგაც ტელეარხმა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა.

ვითარების ხელში აყვანა ხელისუფლებამ მხოლოდ გამთენიისას შეძლო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა