თეგებით ძიება
16. 07. 2016 News-ები

საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად თურქულმა ავიაკომპანიებმა დამატებითი ავიარეისები დანიშნეს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით,საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად თურქულმა ავიაკომპანიებმა დღეს დამატებითი ავიარეისები დანიშნეს. თურქეთის ავიახაზების რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან შეიცვალა და არის 15:45 ადგილობრივი დროით. ავიაკომპანია „ატლას გლობალის“ რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან დაგეგმილია 16:20 საათზე ადგილობრივი დროით.
მათივე ინფორმაციით, სრულფასოვნად აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა და თურქული ავიაკომპანიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ოპერირებას. „მგზავრებს ასევე უკვე შეუძლიათ გააგრძელონ მგზავრობა სტამბულიდან მათი საბოლოო დანიშნულების ქალაქებამდე და ასევე ჩამოფრინდნენ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან სტამბულის გავლით“, - ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა