თეგებით ძიება
18. 07. 2016 News-ები

ერევნის პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებულები არ ნებდებიან

ერევნის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი შეიარაღებული ოპოზიციონერები დანებებაზე უარს ამბობენ. თავდამსხმელები არც მძევლების გათავისუფლებას თანხმდებიან. ამ დრომდე ტყვეობაში 4 სამართალდამცველი რჩება.

ღამის მოლაპარაკების შედეგად, მხოლოდ ერთი პოლიციელისა და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის გათავისუფლება მოხერხდა. სომხეთის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყველა ზომას მიმართავენ სიტუაციის მშვიდობიანი გზებით მოსაგვარებლად.

სამართალდამცველები შეიარაღებულ ჯგუფსაც მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელსაც შესაძლოა ახალი მსხვერპლი მოჰყვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა