თეგებით ძიება
18. 07. 2016 News-ები

ნიცაში ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა 14 ივლისს ნიცაში ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაცია.
უკვე დადასტურდა, რომ გარდაცვლილთა შორის, ერთ-ერთი მამაკაცი ქართველია.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ნიცაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ტერაქტის შედეგად მისი ცოლიც დაიღუპა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქე იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა