თეგებით ძიება
https://gogagggtv.box.com/shared/static/6m7aofjspqojb55befy6ze5h5t9ue6au.mp4
18. 07. 2016 News-ები

ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან-თურქეთის გენერალური კონსული

აჭარის ტელევიზია ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის, იასინ თემიზქანის ინტერვიუს სრულ ვერსიას ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, კონსულის მიერ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს საკონსულოს თარჯიმანი თარგმნის.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემისქანმა მათთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კონსულის განმარტებით, სასწავლო დაწესებულებას ტერორისტული დაჯგუფებები მართავენ, რის შესაბამისადაც, იქ ბავშვები მათივე იდეოლოგიის ქვეშ იზრდებიან.

მისივე თქმით, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი აქვს. ის აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, ბავშვები სკოლიდან გამოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სავალალო შედეგის წინაშე აღმოჩნდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში თურქეთის ელჩმა ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, რომ კონსულის ინტერვიუ ინტერპრეტირებული იყო.
interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა