თეგებით ძიება
27. 08. 2016 News-ები

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ ყურძენი

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ ყურძენი

1. ყურძენი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს ესენია: А, С, В6, და ფოლიუმს, ასევე შეიცავს აუცილებელ მინერალებს-კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმსა და სელენს. გარდა ამისა, ყურძენი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომელიც აჩერებს დაბერების პროცესს.

2. ძვლებისთვის ყურძენი შეიცავს ვიტამინებს: А, Е, К და ბუნებრივ ზეთს, რომლებიც ამაგრებენ ძვლებს და აახალგაზრდავებენ ორგანოებს. ამიტომაც დიეტოლოგები გვირჩევნ, რომ მივირთვათ კანიანად. რაც ხელს უწყობს ნაწლავების ტოქსინებისგან გაწმენდას.

3. ბევრი მიიჩნევს, რომ ყურძენი ადამიანს ასუქებს, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში წონაში იმატებენ არა ყურძნის გამო, არამედ იმის გამო, რომ მისი მირთმევის შემდეგ ადამიანს მადა ეზრდება.

4. თუ გსურთ გულისა და თირკმელების გაძლიერება, დიეტოლოგები გირჩევენ, რომ რეგულარულად მოიხმაროთ შავი ყურძენი.

5. შავი ყურძენი შეიცავს ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს. მაგრამ ამავე დროს ძლიერ ალერგიულია.

6. ყურძენი აჯანსაღებს გულს. ყურძნის მარცვალი სისხლის შემადგენლობაში ზრდის აზოტის რაოდენობას და ამცირებს გულის შეტევების რიცხვს.

7. ყურძენი ხსნის დაღლილობასა და ნერვულ დაძაბულობას. ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების წყალობით ყურძენი სწრაფად აღადგენს ძალებს და ენერგიას. აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს სტრესისგან.

8. გიხსნით ასთმისგან. ყურძენი აუმჯობესებს სასუნთქ გზებსა და ფილტვებს, ამიტომაც ყურძენი რეკომენდირებულია ასთმით დაავადებულთათვის.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა