„ჩინურ მიშობას როგორც არ უნდა მიაწვეთ, მიშას გარეშე რევოლუციები კიევშიც არ გამოდიოდა, არათუ აქ გამოვა“ - მეგი გოცირიძე
ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
და მაინც ვიტყვი, რომ ყველაზე უანგარო, ყველაზე მაგარი ხალხი ენმ ამომრჩეველია, ენმ-რომელიც ჯერ 9 წელი ჯიჯგნეს, მერე 12 წელი არბიეს, ხლიჩეს, აკოტრეს, ძიძგნეს, სცემეს, ლიდერი დაუტყვევეს , გაღატაკებულ -გაკოტრებულ, შემოწირულობა-დაფინანსების გარეშე დარჩენილი და დარბეული, უფულო და და ტყვეობაში მყოფი ლიდერით , ამაყად იბრძოლა და იდეურად დაუდგა ბოლომდე ...
პ.ს. მიშა გვაფრთხილებდა, რომ შულერს ნუ ენდობით, გადით ერთიანი სიით , აიღეთ 5 გარდა ნებისმიერი ნომერი და ხელი შეუშალეთ , მაგიდა აუყირავეთ შულერს, ცალ-ცალკე თავზე გადაგამტვრევთ დედამიწის ღერძსო და თქვენ კუტუების დატოლება არჩიეთ ფულიანებმა დატყვევებულ და უფულო მიშასთან , ჰოდა _ ჰა ახლა ბურთი და ჰა მოედანი, მაგრამ ჩინურ მიშობას როგორც არ უნდა მიაწვეთ, მიშას გარეშე რევოლუციები კიევშიც არ გამოდიოდა, არათუ აქ გამოვა.... ნიჰილიზმს თესავო ახლა ვინც ამას დამიკომენტარეს, მიიღებს ბლოკს თავში. ენმ ამომრჩევლებო, ყველაზე მაგარო ხალხო შინ თუ გარეთ, ჩემი სიცოცხლე გენაცვალოთ - წერს მეგი გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53,06 პროცენტით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი ჯამში 38.22% აქვს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბრძოლის გაგრძელებას ქუჩაში გეგმავს.