თეგებით ძიება
02. 09. 2016 News-ები

ცისნამი საყვარლიშვილი - „დიდება ემიგრანტ ქალებს“

ქართველი ემიგრანტი ქალბატონი ცისნამი საყვარლიშვილი საზოგადოებას მიმართავს:

„ციხე, რომელშიც ყველა ემიგრანტი ქალი ნებაყოფლობით ზის ყველასათვის ცნობილია, რომ ქართველ ქალთა უმეტესი ნაწილი საზღვარ გარეთ იმყოფება და თავიაანთი მუხლჩაუხრელი შრომით ინახავენ ოჯახს, ზოგჯერ ოჯახებს და უფრო გულახდილები, რომ ვიყოთ საქართველოს ბიუჯეტს. თუკი ეროვნული ბანკის მონაცემებს გადაავლებთ თვალს, ადვილად შევამჩნევთ, რომ ქვეყანაში ერთადერთი მნიშვნელოვანი წყარო, საიდანაც "უცხოური ვალუტა" შემოდის სწორედ ემიგრანტების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილებია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ვინ იცის რამდენჯერ იხნეს ქართველმა ქალებმა "საქართველოს ბიუჯეტი გარღვევისაგან და ქართული ეროვნული ვალუტა გაუფასურებისგან. თუმცა ხშირ შემთხვევაში მათ თავდაუზოგავ შრომას არც მთავრობა და ზოგჯერ ოჯახებიც არ აფასებენ. ამ ქალების უმეტესობა ქმრებისგან "მიტოვებულია", ყველაზე დამსხვრეულ გულიანი ქალები, რომლებიც იმით ცხოვრობენ, რომ შრომაში ჩაახშონ თავიანთი სევდა. საქართველოში ზოგს ერთი, ზოგს ორი და ვინ იცის სხვას რამდენი შვილი ჰყავს დატოვებული და გადახვეწილებს უცხო მიწაზე მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვთ, მათ უზრუნველყოფილი მომავლი შუქმნან. ღარიბია მათი ცხოვრება შვილების გარეშე და 24 საათიან ციხეში მსხდომი მხოლოდ საკუთარი პირმშოების უკეთეს მომავალზე ოცნებობენ. ციხის პირობები ასეთია: კარგი ჭამა, კარგი სმა, გასამრჯელოც მშვენიერი, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ღირებულების, თავისუფლების ფასად. მაშინ როცა თავიაანთ გემოზე ჰაერის ჩასუნთქვა, სეირნობა და თუნდაც დილით საკუთარი სურვილით გაღვიძება ენატრებათ. გვერდით არავინ ჰყავთ, მოშორებულები შვილებს, ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს და უსაზღვრო მონატრებაში ცხოვრობენ. მათ ეს ყველაფერი მოკლებული აქვთ და კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში სხვის მოხუცებს უვლიან. ანაცვალეს საკუთარი ახალგაზრდობა, კარიერა, განათლება, ოცნებები, ამბიციები შვილების მომავალს. მათ სულს თავისუფლება სწყურია, " ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა... " თუკი თვეში ერთხელ, როდესაც დასვენების დღე ეკუთვნით, გარეთ გავლენ, რომ როგორმე იმდენი მოახერხონ, ორდღიანი თავისუფლება შეირგონ, ვიღაციებს ნუ შეგშურდებათ და ნუ გაგიკვირდებათ მათი ლამაზი კაბების, ჯრელ-ჯრელა ჩანთების, "ბრენდი" ფეხსაცმლის. ისინი მეტს იმსახურებენ, უფრო მეტი უნდა მისცეს სამყარომ. ცხოვრობენ უცხო მიწაზე უსასრულო ვადით და არ იციან როდის მოიხდიან "სროკს", როდის განთავისუფლდებიან და საბოლოოდ როდის ჩაისუთქავენ მშობლიურ ჰაერს! მიფრინავს მათი ახალგაზრდობის ყველაზე ლამაზი წლები, ნებაყოფლობით ციხეში ჯდომაში და ვინ იცის რამდენი ქართველი ქალის სილამაზე, ენერგია, თავისუფლება და განათლება ეწირება ამ ყველაფერს. დიდება ემიგრანტ ქალებს! „


ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა