თეგებით ძიება
09. 09. 2016 News-ები

ცისნამი საყვარლიშვილი - “რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე”

ცისნამი საყვარლიშვილი ხალხს მიმართავს:

არჩევნები, პარტიები, საქართველოს მომავალი რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე და გამოვიყენოთ ჩვენი სამოქალაქო უფლება, ხმის მიცემა? პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენ ვართ, უფრო სწორედ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც მთავარი ქვაკუთხედი ხალხის უზენაესობაა, ხალხის ნება და სურვილი. სწორედ ამომრჩევლის გადაწყვეტილების თანახმად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არჩევით თანამდებობას დაიკავებს. 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ ჩვენი წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ხალხის სახელით იმოქმედებს და ილაპარაკებს. არსებობს პროპორციული წარმომადგენლობა და მაჟორიტარული. მოდით უფრო გლეხური ენით, რომ ავხსნა, გეტყვით, რომ პროპორციული პრინციპი გულისხმობს იმას, რომ პარტიები საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩევლის საყოველთაო მხარდაჭერის პროპორციულად უნდა იქნენ წარმოდგენილნი და მიღებული ადგილების პროცენტული მაჩვენებელი ხმების მიღებული პროცენტის თანაზომიერი უნდა იყოს. მაჟორიტარული სისტემა, როდესაც ერთ კანდიდატს აძლევენ ხმას. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სახელისუფლო ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძვიან. არსებობს მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები. მაგალითად მემარცხენე პარტიაა - "ლეიბორისტული პარტია" შალვა ნათელაშვილი. მემარჯვენე პარტიაა - რესპუბლიკური პარტია - დავით უსუფაშვილი. მემარცხენეების თვალსაზრისით, მისასალმებელია სახელმწიფოს მეტი ჩარევა და მართვის მეტი კოლექტივიზმი, მემარჯვენეობა კი უპირატესობას საბაზრო ეკონომიკასა და ინდივიდუალიზს ანიჭებს. მემარცხენეობა: თანასწორობა, ძმობა, უფლებები, პროგრესი, რეფორმიზმი, ინტერნაციონალიზმი. მემარჯვენეობა: თავისუფლება, წესრიგი, მოვალეობა, რეაქციონიზმი, ინდივიდუალიზმი, ნაციონალიზმი. პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა იდეოლოგიურ მოძღვრებებზეა აგებული. მაგალითად: ნაციონალიზმი, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, ფემინიზმი, სოციალიზმი და სხვა. კოალიციები პოლიტიკურ კონკურენტთა დაჯგუფებებია, რასაც ცალ-ცალკე მოქმედების უპერსპექტივობა იწვევს ან საერთო იდეის ქვეშ გაერთიანება, რომლის მთავარი მიზანია არ წაართვან ერთმანეთს ხმები და შესაბამისად, საკონონმდებლო ორგანოში, მაქსიმალური წარმომადგენლობას მიაღწიონ. რაც 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია და ახლა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის " შესძლებს, ვინაიდან უკვე მათ რიგებშია აწგაცოცხლებული "ახალი მემარჯვენეები, ვაშაძის #ახალისაქართველო, #გირჩები და ირაკლი ღლონტი რეფორმატორები. როგორც ალექსის დე ტოკვილი, თავის "ამერიკულ დემოკრატიაში" ( 1835 ) ამბობს: "პოლიტიკაში, როგორც წესი, მეგობრობა არ არსებობს და საერთო სიძულვილი უდევს საფუძვლად! " ამ ყველა პოლიტიკური ძალის უკან კი დგანან "ინტერესთა ჯგუფები", რომლებიც პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით ხელისუფლების პოლიტიკასა და ქმედებებზე გარედან ახდენენ ზეგავლენას. ისინი დებენ ამ პოლიტიკურ პარტიებსა თუ ლიდერებში ფულს, რომ მათ საკმაოდ საინტერესო და დამაჯერებელი პიარკამპანია და საარჩევნო პროგრამა წარადგინონ ამომრჩევლის წინაშე. არჩევნებში გაამრჯვების შემთხვევაში კი, ეს პოლიტიკოსები ამ "ინტერესეთა ჯგუფებს" გაცემული ფულის სანაცვლოდ თხოვნებს შეუსრულებენ. მაგალითად მოვიყვან დავით ნარმანიას მიერ თბილისში "მოჭრილ ხეებს", რომელიც რომელიღაც კომპანიას დასჭირდა. ასე ხდებიან პოლიტიკოსები ლობისტები, პროფესიონალი "მომგვარებლები", ვისაც "ინტერესთა ჯგუფები" თავიაანთი მიზნების მისაღწევად ქირაობენ. თუკი ჩვენი საზოგადოება იქნება უფრო მეტად ცოდნაზე, განათლებასა და კონკურენციაზე ორიენტირებული, მივიღებთ საკმაოდ ინფორმირებულ საზოგადოებას და ეს კი ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ პოლიტიკოსებმა ნაკლებად "დაგვაბოლონ" და ჩვენ კი სწორი არჩევანი გავაკეთოთ. საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება ის, რომ მწარმოებელი ქვეყანა გახდეს და უფრო მეტი აწარმოოს ვიდრე მოიხმარს. ჰყავს კი ჩვენს ქვეყანას ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შესძლებს საქართველო "ფუტკრის სკას" დაამსგავსოს, სადაც "საყოველთაო შრომა" იქნება, გაიზრდება წარმოება და სახელმწიფო აუცილებელ განათლების მიღებასა და თავის რჩენის საშუალებას მისცემს ხალხს. დანარჩენი კი ადამიანების პიროვნულ უნარზეა დამოკიდებული.


ავტორი: ნათია ჩაფიძე
სპეციალურად: GOGAGGG.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა