თეგებით ძიება

ფედერალისტები ვუერთდებით ხვალინდელ პროტესტს - თამარ ჩერგოლეიშვილი

ხვალინდელ პროტესტს ჩვენ, ფედერალისტები აუცილებლად შევუერთდებით. შევუერთდებით იმიტომ, რომ სოლიდარულები ვართ, პირველ რიგში, იმ ხალხის მიმართ და ჩვენც ის ხალხი ვართ, ვინც ევროპული არჩევანი გავაკეთეთ და დღეს საფრთხის წინაშე ვდგავართ.

პროტესტი უნდა იყოს და უნდა ვნახოთ, რეალურად თუ არჩევნები მოპარულია, ეს ხალხი გაბრაზებულია და თუ გაბრაზებულია ქუჩაში გამოვა. ამას უნდა გავყვეთ. ჩვენი ხმების დაცვა თუ ქუჩაშია შესაძლებელი, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ამ ხალხს, რომ ქუჩაში დავიცვათ.

მაგრამ, კიდევ ერთხელ, ყველა ამოვდივართ საკუთარი გამოცდილებიდან და ეს გამოცდილება არსებობს 2020-ის, როდესაც მე თვითონ მაშინ ბოიკოტის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ როცა ოპოზიცია ბოიკოტზე წავიდა, სხვა მაგ დროს რა უნდა ქნა, გარდა იმისა, რომ გაჰყვე ოპოზიციას, როდესაც რეჟიმს ებრძვი.

სულ მქონდა იმის შიში, რომ ვერ მივა ეს ყველაფერი ბოლომდე და გამოიწვევს დიდ იმედგაცრუებას ხალხში, რომ რაღაც მოლოდინები შეიქმნა და მერე ვერ შესრულდა. ახლაც ამისი მეშინია. გავალ, დავდგები, მხარს დავუჭერ და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა და მე და ჩემმა ოჯახმა ჩვენი არჩევანი დავიცვათ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავს ასევე გრძნობენ.

მაგრამ მეშინია და ვშიშობ, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამის აწევას და ხომ არ იქება ეს მორიგი იმედგაცრუება, რომელიც იქნება სრული კატასტროფა- ამბობს პარტია ფედერალისტების ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ლაივში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა