უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს საარჩევნო უბნების გარშემო ხმების გაყალბებისა და ძალადობის ცნობები - რასმუსენი
"უაღრესად შემაშფოთებელია გუშინ საქართველოს საარჩევნო უბნების გარშემო ხმების გაყალბებისა და ძალადობის ცნობები", - ასე ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს X-ზე NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი.
"ჩვენ უნდა დავდგეთ ყველას გვერდით საქართველოში, ვისაც სჯერა რუსეთის ბოროტი გავლენისგან თავისუფალი ევროპული მომავლის. საქართველო ევროპაა", - წერს რასმუსენი.