თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1224725000925771%2F&show_text=0&width=560
10. 09. 2016 News-ები

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეები დანიშნა

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, გიორგი კვერენჩხილაძე, დანიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, ავრცელებს.

”ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე ერთი წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად. შესანიშნავია. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ,” - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ორი მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უნიშვნელოვანეს პერიოდში," - განაცხადა მარგველაშვილმა.

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილს და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ, ვინაიდან პრეზიდენტის კვოტით ისინი იყვნენ დანიშნული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა