თეგებით ძიება
10. 09. 2016 News-ები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო სამ დღის განმავლობაში 61 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექტემბერში განხორციელებული საპოლიციო კონტროლის ფარგლებში 61 ადამიანი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებები დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 სექტემბერს დაიწყო და 3 დღე გაგრძელდა.

საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1357 ფაქტი.

ყველაზე მეტი ადამიანი იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო-შეძენა შენახვისთვის დააკავეს. ასევე მაღალია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების მაჩვენებელიც - 3 დღის განმავლობაში 50 ადამიანი.

უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა