თეგებით ძიება
https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgogaggg.tvnews%2Fvideos%2F1225607884170816%2F&show_text=0&width=560
11. 09. 2016 News-ები

არმაზ ახვლედიანი ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ

არმაზ ახვლედიანი ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ - დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ადგილი, სადაც მისის საარჩევნო ბანერი იყო განთავსებული აკრძალულ სიაში არ ყოფილა. ის საკრებულოს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს. არმაზ ახვლედიანი მიმართავს სასამართლოს. ის ასევე აპირებს ინფორმაცია არასამთავრობოებს და დიპლომატებს მიაწოდოს.

„მე უნდა ვუთხრა მათ, რომ ბანერის გარეშეც გავიმარჯვებ. ხვალ დილიდან მივმართავთ როგორც სასამართლოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს, საელჩოებს და საქართველოს ხელისუფალთ, რომლთაც ევალებათ, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს ყველასთვის თანაბარი,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა